რიკი პუჩი: თუ არჩევის საშუალებას მომცემენ, დარჩენას გადავწყვეტ
"ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავი, რიკი პუჩი საკუთარ მომავალზე სუბრობს. Mundo Deportivo-სთვის მიცემული ინტერვიუს თანახმად, მას წარმატების მიღწევა "ბარსელონაში" სურს.
"აქ თავს კარგად ვგრძნობ, ეს ჩემი კლუბია. აქ ოჯახი მყავს, ეს ჩემი სახლია. თუ არჩევის საშუალებას მომცემენ, დარჩენას გადავწყვეტ. ბავშვობიდან "ბარსაში" ვარ და წარმატების მიღწევაც აქ მსურს. "ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ბავშვობიდან მსურდა ამ კლუბში თამაში. მე "ბარსელონა ბ-ს" ფეხბურთელი ვარ, რომელიც პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ამით ძალიან ბედნიერი ვარ." - ციტირებს რიკი პუჩის სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ რიკი პუჩს "აიაქსს" უკავშირებენ. კატალონიელებს სურთ, რომ ის იჯარის წესით ამსტერდამში გაუშვან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]