კრუიფი მოურინიოს ურჩევს, რომ ისწავლოს დელ ბოსკესა და გვარდიოლასგან

კრუიფი მოურინიოს ურჩევს, რომ ისწავლოს დელ ბოსკესა და გვარდიოლასგან

ტვინის ძვლებამდე ბარსელონელმა, იოჰან კრუიფმა ვერ შეძლო არ გამოეხატა თავისი აზრი მოურინიოს მსაჯობაზე ჩივილზე. ჰოლანდიელმა ამ თემას დაუთმო პრეს-კონფერენციის დიდი ნაწილი, რომელიც ეძღვნებოდა ამხანაგურ მატჩს კატალონიისა და ჰონდურასის ნაკრებებს შორის, რომელიც გაიმართება 28 დეკემბერს, სტადიონ "მონჟუიკზე", ბარსელონაში.
"მოურინიო ბრწყინვალე მწვრთნელია და მე ის ძალიან მომწონს, მაგრამ ის ასეთი კარგი მწვრთნელია მხოლოდ თავისი გუნდისთვის.ვთვლი, რომ დიდი გუნდი და დიდი მწვრთნელი უნდა აკეთებდნენ უფრო მეტს. თქვენ რომ შეხედოთ დელ ბოსკესა და გვარდიოლას მანერას, მაშინ დაინახავთ, რომ კლუბისთვის კარგ სამუშაოსთან ერთად, ისინი ასევე რაღაცას აკეთებენ საზოგადოებისთვის. თავიანთი ქცევებით ისინი მაგალითს აძლევენ ახალგაზრდობას. მათი ქცევის მანერა თამაშობს სოციალურად მნიშვნელოვან როლს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან ვაფასებ მოურინიოს როგორც მწვრთნელს, მაგრამ ის მხოლოდ "რეალის" მწვრთნელია და არა ფეხბურთის მწვრთნელი მთელი ქვეყნისთვის" - განაცხადა კრუიფმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.