მასტავოი: ”საუბრები იმაზე, რომ მოურინიო საუკეთესო მწვრთნელია ბოდვებია”

მასტავოი: ”საუბრები იმაზე, რომ მოურინიო საუკეთესო მწვრთნელია ბოდვებია”


რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ალექსანდრ მასტავოიმ თავისი აზრი გაგვიზიარა ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალის შესახებ, სადაც ”ბარსამ” 1:2 დაამარცხა ”რეალი”. რუსი ფეხბურთელი მოურინიოს განსაკუთრებულად არ მიიჩნევს.

რაც არ უნდა გააკეთოს ”რეალმა” და რაც არ უნდა თქვას მოურინიომ ”ბარსელონა” ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. პრესის საუბრები, ”რეალის” ყოფილი ფეხბურთელების და თავად ჟოზეს განცხადება, რომ მოურინიოს საუკეთესო მწვრთნელია ბოდვებია. ამ მატჩში კიდევ ერთელ დავრწმუნდით, რომ მოურინიო ისეთივე მწვრთნელია, როგორიც სხვები”.

მოურინიოს ”რეალმა”  ერთხელ დაამარცხა ”ბარსა” და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. მათ ფეხბურთელებს და მწვრთნელს ერთგვარი ნევროზი სჭირთ, რაც მოედანზე ფეხბურთელების ქცევითაც ჩანს. პეპეს მოქმედებამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მესისთან მიმართებაში ის არაადეკვატურად მოიქცა, შემდეგ კი სიმულირება სცადა, რითიც თანაგუნდელების სიცილი გამოიწვია” - განაცხადა მასტავოიმ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.