მესის ჩაწოდება და პირველი გოლი "იუნაიტედის" კარში [ვიდეო]

მესის ჩაწოდება და პირველი გოლი "იუნაიტედის" კარში [ვიდეო]

"მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრის მე-12 წუთზე, "ბარსელონამ" ანგარიში გახსნა. 

ლიონელ მესიმ საჯარიმოს კუთხიდან ბურთი საპირისპირო მხარეს ჩაახვია, რასაც სუარესის დარტყმა მოჰყვა, შემდეგ კი ბურთი ლუკ შოუს შეეხო და დე ხეას კარში აღმოჩნდა. 

თავიდან, გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, მაგრამ ვიდეო-გამეორების შემდეგ დადასტურდა, რომ გოლი წესების დაცვით გავიდა.

სტუმრად გატანილი გოლით, "ბარსამ" მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 აპრილი 2019 23:51
    4
    იმედია კიდე გავუტანთ დღეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued