ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა და ტურნირის ოთხეულიც გაირკვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა არ გაანიავა და "პორტუს" სტუმრადაც მოუგო, ორი მატჩის ჯამში - 6-1. შესაბამისად, "ბარსელონას" მეტოქე სწორედ ინგლისური კლუბი იქნება.
პარალელურად, "მანჩესტერ სიტის" და "ტოტენჰემის" დაპირისპირება გაიმართა, რომელიც ძალიან დრამატული და უხვგოლიანი აღმოჩნდა და საბოლოოდ, "სიტის" გამარჯვებით, 4-3 დასრულდა. სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით, ნახევარფინალში "ტოტენჰემი" გავიდა. მათი მეტოქე ამსტერდამის "აიაქსი" იქნება, რომელმაც გუშინ ტურნირს "იუვენტუსი" იტალიაში გამოთიშა.
"ბარსა"-"ლივერპულის" პირველი მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართება, 30 აპრილს ან 1 მაისს. ფინალისტის ვინაობა კი "ენფილდზე", 7/8 მაისს გახდება ცნობილი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 51 ]