ინიესტა: "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული იქნება
ოფიციალურად დადასტურებულია, რომ "ბარსელონა" ზაფხულში "ვისელ კობეს" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. რა თქმა უნდა, შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს ანდრეს ინიესტაც, რომელიც აცხადებს, რომ ეს თამაში მისთვის განსაკუთრებული იქნება.
"ბარსას" წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული გამოვა. ეს ის გუნდია, სადაც გავიზარდე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგი მატჩი გამოვიდეს და "ვისელ კობეს" გულშემატკივრებმაც სიამოვნება მიიღონ.
ახლა, მთლიანად ახალ გუნდზე ვარ კონცენტრირებული. ვნახოთ, შესაძლოა, "ბარსელონაში" ოდესმე დავბრუნდე, მაგრამ არა - ფეხბურთელის რანგში".
მიუხედავად იმისა, რომ "კობეში" მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გადავიდა, ინიესტა ახლახანს იაპონური გუნდის კაპიტნად აირჩიეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]