იურგენ კლოპი: ფირმინო "ბარსელონათან" თამაშისთვის მზად იქნება
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მისი გუნდის თავდამსხმელი რობერტო ფირმინო მიმდინარე სეზონში აღარ ითამაშებს.
ფირმინომ "ჰადერსფილდთან" მატჩი (5:0) კუნთის ტრავმის გამო გამოტოვა და 1 მაისს მისი "ბარსელონასთან" თამაში საეჭვოა.
"არ მჯერა იმის, რაც სოციალურ ქსელებში იწერება! ფირმინო სეზონის დარჩენილ ნაწილს არ გამოტოვებს.
რობერტო ვარჯიშის შემდეგ და დღეს დილითაც ცოტა ტკივილს გრძნობდა, მაგრამ ის ბობია, ამიტომ ვიტყოდი, რომ, სავარაუდოდ, ფირმინო "ბარსელონასთან" მატჩისთვის მზად იქნება, რადგან ის მანქანაა.
ჩვენ ვაჩვენეთ, რომ თამაში მის გარეშეც შეგვიძლია." - ციტირებს კლოპის სიტყვებს BBC.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]