როგორ ემზადება კლემან ლანგლე თამაშისთვის

როგორ ემზადება კლემან ლანგლე თამაშისთვის

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კლემან ლანგლე, El Periodico-სთვის მიცემულ ინტერვიუში, საკმაოდ საინტერესოდ აღწერს პროცესს, თუ როგორ ემზადება ის თითოეული მატჩისთვის.

"როდესაც 18 წლის ვიყავი, ჩემი შეძენა "იუვენტუსს" სურდა, მაგრამ ეს ტრანსფერი, ჩემი კარიერისთვის, დიდი რისკი იქნებოდა. ამის დრო ჯერ არ იყო.

"კამპ ნოუზე" ჩემს პირველ თამაშში, "სევილიასთან" ერთად, 0:3 წავაგე. ლეომ 2-ჯერ გაიტანა და სუარესმა ერთხელ. ჩემთვის, ეს სასტიკი გაკვეთილი იყო. ზოგჯერ შეიძლება წააგო, მაგრამ საბოლოოდ იმაზე მეტი მოიგო, ვიდრე იმ დროს ფიქრობდი.

ყოველი თამაშის შემდეგ მამას ვურეკავ. ჩვენ დადებით და უარყოფით მხარეებზე ვსაუბრობთ. ის პროგრესში მეხმარება. ყველაფრის ანალიზი მიყვარს.

თამაშის დამთავრებისთანავე, იმავე ღამეს, ჩანაწერს ვუყურებ და მას ვაანალიზებ.

იმ თავდამსხმელებზე, რომლებსაც უნდა დავუპირისპირდე, ვიდეოებს ვუყურებ. ვაკვირდები, რისი კეთება უყვართ მათ. ყურადღებას ვაქცევ დეტალებს, მათ დრიბლინგს, მოძრობას, როგორ მოქმედებენ კონკრეტულ სიტუაციებში, რომელია მათი საყვარელი ფეხი.

მინდა სრული ინფორმაცია მქონდეს - როგორ უყვარს რობერტსონს ჩაწოდება და რომელ ძელთან თამაშს ანიჭებს უპირარტესობას ფირმინო.

როგორც წესი, ანალიზს მარტო, სახლში ვატარებ ხოლმე. ზოგჯერ ამას სასტუმროში ვაკეთებ, თუ სტუმრად ვთამაშობთ. განსაკუთრებულ აქცენტს იმ ფეხბურთელებზე ვაკეთებ, რომლებიც საჯარიმოში თმაშობენ, რადგან მათ წინააღმდეგ დაცვა მიწევს. მაგალითად, ერიკსენი "ტოტენჰემიდან" და ბენზემა "რეალიდან".

არ ვაპირებ, ანალიზისგან გამოწვეულ რუტინას შევეშვა. თითო ფეხბურთელზე თითო ვიდეო ხუთ წუთს გრძელდება.

პიკე ძალიან ჭკვიანი მცველია. ის ძალიან მეხმარება. მასთან ერთად ყველაფერი უფრო მარტივია.

თამაშის დროს ბევრს არ ვლაპარაკობ. ჩემი პოზიციის ფეხბურთელს საქმე სიამოვნების მისაღებად არ აქვს. ჩვენ უნდა თავი დავიცვათ, დავბლოკოთ დარტყმები და ბურთი ნახევარდაცვამდე მივიტანოთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 აპრილი 2019 21:58
    2
    ძაან მაგრად უნდა ითამაშოს ამან ლივერპულთან ბევრი რამე იქნება ამაზე დამოკიდებული
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    nikabarca
    სტუმარი [?]
    #4 27 აპრილი 2019 21:53
    0
    ერიქსენი საჯარიმოში როდის თამაშობს,ეს არაფერი მაგრამ,ბენზემას კაი ჩაურტყა
    [?]
    #3 27 აპრილი 2019 16:48
    1
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ასეთი 4 თანაბრად უძლიერესი ცენტრ.მცველი ბარსას ჯერ არ ჰყოლია, ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიხსენებ..

    ამაზე სულ ის მახსედება, იყო დრო როცა გვარდის წასვლის მერე დაცვაში გვყავდა ტრავმირებულლი პუიოლი, რომელიც საერთოდ ვერ თამაშობდა, ახლად გამცველებული მასკერანო, მოყვარული ბარტრა და პიკე. და მცველის ყიდვა დაიგვიანეს რამდენი წელი, მერე მატიე და ვერმაელენი მოიყვანეს :D და მაშინ რას წარმოვიდგენდი რო ოდესმე 3 ტოპ მველი გვეყოლებოდა და მეოთხეს დღე დღეზე დაველოდებოდი. მარა მაინც მგონია რო 4 ვე არ დარჩება. სამწუხაროდ ვიღაც წავა, სავარაუდოდ უმტიტი, ან დე ლიხტი აღარ მოვა. აი სად გვინდა გვარდიოლა, ისე იზამდა რო 4 ვე კმაყოფილი იქნებოდა, როტაციებით, ხან 3 მცველით ვითამაშებდით და 4 ვე მიიღებდა დროს. ვალვერდესგან ეგ გამორიცხულია, 2ს აირჩევს და იქამდე ათამაშებს სანამ ერთ ერთი არ დაიმტვრევა. და ეგეთ პირობებში 4 ტოპ მცველის გაერება შეუძლებელია.
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #2 27 აპრილი 2019 16:02
    3
    ლანგლეს რომ ვუყურებ ასე მგონია 4-5 წელია ბარსაში თამაშობს..
    ძალიან მაგარი მცველი დადგა, ყველაზე საოცარი ის არის რომ მოახერხა უმტიტის სrულფასოვნად ჩანაცვლება ასე უმოკლეს დროში,
    უჭკვიანესია.. გადასარევად კითხულობს თამაშს.. როცა მის მხარეს მოდის შეტევა, უკვე დარწმუნებული ვარ რომ ჩაშლის..
    ამ ეტაპზე ვერც პიკეს და ვერც ლანგლეს ვერავინ ვერ ამოაგდებს ძირითადიდან..
    უმტიტი მისი პოზიციის არის და ჯერჯერობით ვერაფერს იზავს, დე ლიხტის ძირითადში ყოფნა კი პიკეს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული = თუ წავა და პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს, მაშინ კიი, თუ არა და ერთი ძალიან მაგარი ვარიანტი რჩება - 4 უძლიერესი მცველია, პიკე-ლანგლე და უმტიტი-დე ლიხტი ჩაენაცვლებიან ხოლმე სასტარტოში ერთმანეთს, 1 თამაშს ერთი წყვილი ითამაშებს, მეორეს - მეორე წყვილი, რა თქმა უნდა თუ ოთხივე თანახმა იქნება, თუ არა და მაშინ "ვაიი"..
    დიდი საფიქრალი აქვს ვალიკოს რომ არცერთი არ გაფუჭდეს სკამზე ან არ წავიდეს გუნდიდან..
    ასეთი 4 თანაბრად უძლიერესი ცენტრ.მცველი ბარსას ჯერ არ ჰყოლია, ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიხსენებ..
    Culé [?]
    #1 27 აპრილი 2019 15:36
    7
    Sagol lengle ubralod armegona es tu amxelaze gaiqacheboda umtiti mecodeba travmebis gadamkide ise delixti rom moyavt sad miyavt amdeni mcvelebi