ჟოზე მოურინიო: სუარესის შემართება შესაშური იყო
პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ლუის სუარესის მიერ "ლივერპულის" კარში გატანილ გოლზე და ზოგადად ურუგვაელ ფეხბურთელზე საუბრობს.
"ლუისმა ძალიან კარგი რამ გააკეთა, რაც მე ძალიან მიყვარს. ამ 90 წუთის განმავლობაში მან დაივიწყა, რომ ადრე "ლივერპულში" თამაშობდა. ერთადერთი რამ, რაზეც ის ფოკუსირებული იყო, მატჩია. ის თავის საქმეს აკეთებდა და ცდილობდა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაეყვანა.
სუარესს შესაშური შემართება ჰქონდა. მესი ფენომენია, მაგრამ მას გვერდით ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც შავ სამუშაოს ასრულებს.
ლუისის მიერ შესრულებული სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანია, გოლი კი ფენომენალური გამოვიდა."
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]