"ბარსელონა" მზადაა ლაკაზეტში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს
გუშინ გამცნეთ, რომ "ბარსელონა" ლონდონის "არსენალის" ფრანგი შემტევის, ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენითაა დაინტერესებული. დღეს კი, მეტი ინფორმაცია ვრცელდება.
BBC-ს მტკიცებით, კატალონიური კლუბი მზადაა 27 წლის ფეხბურთელში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. ცნობილია, რომ ლაკაზეტის ტრანსფერის მომხრე "ბარსას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალია.
ალექსანდრ ლაკაზეტი "ლიონის" აღზრდილია. ფრანგების პირველ გუნდში 275 მატჩში 129 გოლის გატანის შემდეგ, 2017 წელს, ის "არსენალში" 53 მილიონ ევროდ გადავიდა.
"მეთოფეთა" რიგებში ლაკაზეტმა 85 შეხვედრა ჩაატარა და თავი 35 გოლით გამოიჩინა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]