ლაკაზეტი გრიზმანის ალტერნატივად რჩება
კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელის, ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენით ისევაა დაინტერესებული.
"ბლაუგრანას" მთავარი სამიზნე კვლავ ანტუან გრიზმანია. მის ტრანსფერში მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში კი, კატალონიელები ლაკაზეტს დაიმატებენ.
ლონდონელთა 27 წლის ფეხბურთელს კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელების ვარიანტი ხიბლავს, ხოლო კატალონიელებს მასზე სკაუტებისგან დადებითი შეფასებები აქვთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]