"ბარსელონა" ფილიპე ლუისს უფასოდ დაიმატებს, რათა გრიზმანისა და დე ლიხტის შესაძენად ფული დაზოგოს
"ბარსელონამ", ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი წარუმატებლობის შემდეგ, მომდევნო სეზონისთვის ფიქრი უკვე დაიწყო.
ESPN-ის ცნობით, კატალონიური გრანდი, მარცხენა მცვდლის დამატებას აპირებს, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს საკმარისი არ იქნება, რადგან "ბარსელონა" ასევე ანტუან გრიზმანითა და მატიას დე ლიხტით არის დაინტერესებული. ამ ორი ფეხბურთელის ტრანსფერი დაახლოებით 200 მილიონი ევრო დაჯდება, ამიტომ ფულის დაზოგვის მიზნით, კატალონიელები ეცდებიან ფილიპე ლუისი, რომელსაც "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, უფასოდ დაიმატონ.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფეხბურთელმა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი "ატლეტიკოსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაა, მაგრამ მზადაა შემოთავაზებები სხვა კლუბებისგანაც განიხილოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]