რომელ ფეხბურთელებს დაიმატებს "ბარსელონა"?
შემდეგი სეზონისთვის "ბარსელონამ" უკვე გაიფორმა ორი ფეხბურთელი, ფრენკი დე იონგი და ნეტო, მაგრამ კატალონიური კლუბი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, პირველ რიგში, "ბარსელონა" ჟორდი ალბას რეზერვისტს ეძებს. ასევე, კლუბს უნდა, ლუის სუარესის დუბლიორის გაფორმებაც.
დაცვის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად "ბლაუგრანა" განიხილავს სამ კანდიდატს - ფილიპე ლუისი, რაფაელ გერეირუ, ჟუნიორ ფირპო. ფორვარდის პოზიციას რაც შეეხება, გაიჟღერა ორმა სახელმა - ტიმო ვერნერი და მაქსი გომესი.
ბოლოს, 1 ივლისის შემდეგ, მოსალოდნელია ანტუან გრიზმანის ტრანსფერი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კლუბში ფრანგის მოსვლა არ გამორიცხავს ნეიმარის ტრანსფერს, რომელზეც "ბარსელონა" აქტიურად მუშაობს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]