ოფიციალურად: ანტუან გრიზმანი "ატლეტიკოს" ტოვებს
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონას" მთავარი სამიზნე ანტუან გრიზმანი მადრიდის "ატლეტიკოს" ტოვებს.
"როხიბლანკოს" ოფიციალურმა Twitter-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც გრიზმანი გულშემატკივრებს მიმართავს: "აქ 5 შესანიშნავი წელი გავატარე. ყველაფრისთვის მადლობას გიხდით. თქვენ ჩემს გულში დარჩებით. მინდა გითხრათ, რომ წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. მინდა, ახალ გამოწვევებს შევეჭიდო."
ოფიციალურ დონეზე ჯერ ცნობილი არაა, თუ სად გააგრძელებს გრიზმანი კარიერას, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის "ბარსელონას" უკვე შეუთანხმდა და კატალონიელები მზად არიან ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4 5
კომენტარები [ 86 ]