რა პოზიციაზე ითამაშებს გრიზმანი "ბარსელონაში"?
სპორტული გამოცემა MARCA საინტერესო სტატიას გვთავაზობს, რომელშიც განიხილავს ანტუან გრიზმანის სავარაუდო პოზიციას "ბარსელონაში".
რა საკვირველია, ფრანგი შეტევაში დაიკავებს ადგილს, თუმცა რომელ ტაქტიკურ მონახაზში და ვის ადგილზე, საინტერესოა.
"ბლაუგრანაში" გრიზმანის მოსვლა ფილიპე კოუტინიოს წასვლას ნიშნავს, რადგან კლუბს ფინანსური პრობლემები არ შეექმნას. "ბარსელონას", ასევე, მატიას დე ლიხტის შეძენა სურს.
გრიზმანს შეუძლია, როგორც 4-3-3, ასევე 4-3-2-1 ტაქტიკურ მონახაზში თამაში.
თუ გრიზმანი, მესი და დემბელე სუარესის უკან ითამაშებენ, "ბარსელონას" შესანიშნავი შეტევის ხაზი ეყოლება.
მეორე შემთხვევაში, სუარესს შეუძლია 9-იანი პოზიციაზე თამაში, მარჯვნივ მესი, ხოლო მარცხნივ გრიზმანი. სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობს გრიზმანი საფრანგეთის ნაკრებში.

ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]