"ოქროს ბუცი" - მბაპე მესის მიუახლოვდა
საფრანგეთის ჩემპიონატში, "პარის სენ-ჟერმენმა" საკუთარ მოედანზე "დიჟონი" დამაჯერებლად დაამარცხა (4:0). პარიზელთა მხრიდან კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა და "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში "ბარსელონას" კაპიტანს, ლიონელ მესის წამოეწია.
ლიონელ მესის, მიმდინარე სეზონში 34 გოლი აქვს გატანილი, კილიანს კი 32 გოლი დაუგროვდა. ორივე ფეხბურთელს მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი - მესი დღეს "ეიბარს" დაუპირისპიდება, ხოლო მბაპე 24 მაისს - "რეიმსს".
გთავაზობთ განახლებულ რეიტინგს:
- ლიონელ მესი ("ბარსელონა") - 34 გოლი, 68 ქულა (კოეფ. 2)
- კილიან მბაპე ("პსჟ") - 32 გოლი, 64 ქულა (კოეფ. 2)
- ფაბიო კვალიარელა ("სამპდორია") - 26 გოლი, 52 ქულა (კოეფ. 2)
- მბაიე დიანი ("გალათასარაი") - 30, 45 ქულა (კოეფ. 1.5)
- რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") - 22 გოლი, 44 ქულა (კოეფ. 2)
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]