ჟოზეპ ბართომეუ ხელმძღვანელობის საგანგებო შეკრებას გამართავს
სეზონის წარუმატებელ დასასრულს, შესაძლოა, "ბარსელონაში" ცვლილებები მოყვეს. Sport-ის ინფორმაციით, ჟოზეპ ბართომეუმ ხელმძღვანელთა საბჭოს სპეციალური შეხვედრა დანიშნა, რომლის მიზანი კლუბში შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის პოვნაა.
ხელმძღვანელობის დიდ ნაწილს სურს, კლუბი გენერალურმა დირექტორმა, პეპ სეგურამ დატოვოს, მაგრამ მას მხარს თავად ბართომეუ უჭერს. კიდევ ერთი პრობლემა ერნესტო ვალვერდეს ეხება. მისი პოსტიდან გათავისუფლება სულ უფრო მეტ ადამიანს სურს, თუმცა პრეზიდენტმა და ფეხბურთელებმა მწვრთნელს ნდომა გამოუცხადეს.
ეს შეხვედრა მომდევნო კვირაში შედგება და წესით, იქ რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]