უმტიტის საფრანგეთი ჯგუფში პირველად დამარცხდა
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებმა პირველი ქულები დაკარგა.
სამუელ უმტიტისა და კლემან ლანგლეს გუნდი აწ უკვე ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერს, თურქეთს ეწვია. თამაში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.
უმტიტიმ სრულად ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო. ლანგლეს დებიუტი კი კვლავ გადაიდო - ის ისევ სათადარიგოთა შორის დარჩა.
3 ტურის შემდეგ, ქულათა მაქსიმუმით, თურქეთი პირველ ადგილზეა. 6-6 ქულით, მეორე-მესამე პოზიციებს საფრანგეთი და ისლანდია ინაწილებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]