ტოდიბოს ინგლისში იწვევენ
"ბარსელონას" ახალგაზრდა ფრანგ მცველს, ჟან-კლერ ტოდიბოს მსურველი ინგლისში გამოუჩნდა.
ტოდიბოს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და მისით "ბარსელონაშიც" კმაყოფილები არიან, მაგრამ მომდევნო სეზონში 19 წლის ფეხბურთელის სათამაშო დრო მაინც ძალიან მცირე იქნება, რადგან დაცვის ცენტრში ძალიან დიდი კონკურენციაა.
Sport-ის ცნობით, "ბარსას" მე-6 ნომრის დამატების სურვილი "უოტფორდმა" გამოთქვა. ინგლისელური კლუბის მფლობელები ბარსელონას უკვე ეწვივნენ. მათი მიზანი ტოდიბოს ყიდვა, ან იჯარით აყვანაა.
კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, "ბარსელონა" ტრანსფერით დიდად დაინეტრესებული არაა, თუმცა მოლაპარაკებებზე უარს მაინც არ ამბობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]