არტურის ტრავმა სერიოზული არაა
გუშინ, ჰონდურასის ნაკრებთან მატჩში "ბარსელონას" ნახევარცველმა, არტურმა ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც, მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
Rede Globo-ს ცნობით, ბრაზილიის ნაკრების სამედიცინო შტაბი თვლის, რომ ტრავმა სერიოზული არაა და არტური კოპა ამერიკაზე თამაშს შეძლებს. ამ ინფორმაციას "სელესაოს" მთავარი მწვრთნელიც ადასტურებს.
რამდენიმე საათში, არტური ადგილობრივ საავადმყოფოს ესტუმრება და საბოლოო გამოკვლევებს ჩაიტარებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]