რონალდ დე ბური: დე ლიხტი "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლით შეცდომას უშვებს
ყოფილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რონალდ დე ბური თავის თანამემამულეზე, მატიას დე ლიხტზე საუბრობს, რომლითაც "ბარსელონა" ინტერესდება, მაგრამ, შესაძლოა, მან კარიერა "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელოს.
"არ ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. "პარი სენ-ჟერმენი" შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ისინი ელიტის წევრები მაინც არ არიან, ის იქ ვერ განვითარდება."
"მისი სტილისთვის საუკეთესო გუნდი "მანჩესტერ სიტი" ან "ბარსელონა" იქნებოდა - ამაში დარწმუნებული ვარ. დე ლიხტი ძალიან ნიჭიერია და მას ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა. მატიასი "ბარსას" მოუხდებოდა, რადგან "აიაქსის" სტილი ძალიან ჰგავს კატალონიელებისას. ის "ბარსელონაში" წარმატებული იქნებოდა." - ციტირებს რონალდ დე ბურის სიტყვებს Sport.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]