"მანჩესტერი" გრიზმანის "ბარსელონასთვის" წართმევას ცდილობს
ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" გადმოსვლა თითქმის უკვე შეთანხმებულია, მაგრამ საქმეში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაერთო, რომელიც სიტუაციის თავის სასარგებლოდ შეცვლას დიდი ფინანსური რესურსების გამოყენებით გეგმავს.
The Sun-ის ცნობით, ინგლისური კლუბი "ატლეტიკოსთვის" 106.5 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, ფრანგ ფეხბურთელს კი ხელფასის სახით ყოველ სეზონში 26 მილიონს სთავაზობს.
"ატლეტიკოს" დირექტორმა, ხილ მარინმა უკვე განაცხადა, რომ გრიზმანი "ბარსელონაში" მიდის, ანტუანი კი გადამწყვეტი დღის დადგომას მოუთმენლად ელის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]