ვიქტორ ფონტი: ვალვერდე კარგი მწვრთნელია, ახალი ფორმა კი არ მომწონს
"ბარსელონას" პრეზიდენტონბის კანდიდატი ვიქტორ ფონტი კლუბში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს.
"პირადად მე "ბარსელონას" ახალი ფორმა არ მომწონს.
ნეიმარი მსოფლიოშ სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის შედის ტექნიკის თვალსაზრისით, მაგრამ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით - არა.
პეპ სეგურა იოჰან კრუიფის სტილის მიმდევარი არაა.
ვალვერდე კარგი მწვრთნელია, მაგრამ ჩემი საფეხბურთო გემოვნების გათვალისწინებით, ის ყოველთვის ეჭვებს იწვევდა.
ერთის მხრივ, სეზონი წარმატებული გამოდგა, მაგრამ მეორეს მხრივ, იყო ნეგატიური მომენტებიც. "ენფილდზე" განცდილ მარცხში მთავარი პრობლემა ის იყო, თუ როგორ მოხდა ეს.
მუშაობა 2015 წელს დავიწყეთ და ერთი წლის წინ ჩვენ წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ახლა კი, საკუთარი თავის გულშემატკივრებისთვის წარდგენა შეგვიძლია." - ციტირებს ფონტის სიტყვებს RAC1.
ვიქტორ ფონტმა უფრო ვრცლად საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]