პაულინიო: "ბარსას" ზოგ ფეხბურთელთან კონტაქტი ახლაც მაქვს
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი პაულინიო კატალონიურ კლუბში თამაშის გამოცდილებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან კონტაქტი ახლაც აქვს.
"ბარსელონაში" თამაში განსაკუთრებული გამოცდილება იყო.
"ბარსას" ზოგ ფეხბურთელთან კონტაქტი ახლაც მაქვს. მაგალითად, მესისთან, ბუსკეტსთან, სუარესთან და კოუტინიოსთან.
კოუტინიო განსხვავებული ფეხბურთელია. ის ნამდვილი ვარსკვლავია." - ციტირებს პაულინიოს სიტყვებს Sport.
პაულინიო "ბარსელონაში" 2017 წლის ზაფხულში, ჩინური "გუანჩჟოუ ევერგრანდიდან" 40 მილიონ ევროდ გადავიდა. კატალონიურ კლუბში მან 49 თამაში ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 2 ტიტული მოიგო. 2018 წელს ის ჩინურ კლუბში 50 მილიონ ევროდ დაბრუნდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]