"ბარსელონამ" 16 წლის ფეხბურთელი დაიმატა
"ბარსელონა" მომავალზე ზრუნვას განაგრძობს. Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიელებმა 16 წლის ფეხბურთელი პელაიო ფერნანდესი დაიმატეს.
ფერნანდესი, აქამდე, "კირინალეს" აკადემიაში ირიცხებოდა. ის ცენტრალური მცველია, რომელსაც საყრდენ ნახევარმცველად თამაშიც შეუძლია. ახალგაზრდა ფეხბურთლი "ლა მასიაში" იცხოვრებს.
პელაიო ფერნანდესი ყოფილი ესპანელი ფეხბურთელის, სერხიო ფერნანდეს გონსალესის შვილია. კარიერის განმავლობაში, სერხიო ფერნანდესს "ბარსელონას" წინააღმდეგ 16 თამაში აქვს ჩატარებული, საიდანაც მისმა გუნდებმა ("ხიხონი", "სელტა", "სარაგოსა", "ოსასუნა") 3 მოიგეს და 12 წააგეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]