შესაძლოა ნოლიტო პირველ გუნდში დაწინაურდეს

შესაძლოა ნოლიტო პირველ გუნდში დაწინაურდეს

კატალონიის "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის, "ბარსა ატლეტიკის" 24 წლის თავდამსხმელმა, ნოლიტომ კომენტარი გააკეთა მისი კლუბში დარჩენა არ დარჩენის საკითხზე. ახალგაზრდა მოთამაშემ განაცხადა, რომ მისი სხვა გუნდში გადასვლის საკითხი დროის ფაქტორია. ამასთან, მას "ბლაუგრანას" ხელმძღვანელებმა პირველ გუნდში გადასვლაც შესთავაზეს.
"დავტოვებ თუ არა "ბარსელონას"? ეს შეკითხვა ჩემს წარმომადგენელს უნდა დაუსვათ, რადგან მას ეხება ასეთი საკითხები. მოვა დრო, როდესაც ყველაფერი გაირკვევა. ამჟამად მე ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, რომ ჩემს გუნდს სარგებელი მოვუტანო. ჯერ არ არის გარკვეული, გადავალ თუ არა "ბენფიკაში", მაგრამ მომავალში აუცილებლად მივიღებ გადაწყვეტილებას."
"მე მაქვს წინადადება პირველ გუნდში გადასვლისა. გარწმუნებთ, რომ ამ შემოთავაზებას დიდი ყურადღებით განვიხილავ, რადგან საქმე ჩემს მომავალს ეხება. მოკლედ, რომ ვთქვათ ჩემი კლუბიდან გადასვლა არ გადასვლის საკითხი მხოლოდ დროის ფაქტორია. ახლა მთავარი საზრუნავი და მიზანი მაქვს ის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად დავეხმარო კლუბს გამარჯვებებში და ტიტულების მოპოვებაში."-განაცხადა ნოილტომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.