"ბარსელონა" დიეგო პალასიოსის შეძენასთან ახლოსაა
19 წლის ეკვადორელი მარცხენა მცველი დიეგო პალასიოსი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა.
"აუკასის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასული სეზონი "ვილემ II"-ში იჯარით გაატარა და ჰოლანდიის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინა.
პალასიოსით "ბარსელონა", "აიაქსი" და პსვ დაინტერესდნენ. თავდაპირველი ცნობებით, ფავორიტები ჰოლანდიური გუნდები იყვნენ, რადგან ისინი პალასიოსს პირველ გუნდში თამაშს სთავაზობდნენ, "ბლაუგრანა" კი, თავდაპირველად, "ბარსელონა ბ"-ში თამაშს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ბოლო დროს სიტუაცია შეიცვალა - პალასიოსმა "აიაქსსა" და პსვ-ს უარი უთხრა. ამის პარალელურად, "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 25 ]