მარიო კემპესი: მესისთვის მცირე პაუზის აღება ცუდი არ იქნება
ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, მარიო კემპესმა "ბარსელონას" კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
"მოვლენები როგორც ვითარდება, ვფიქრობ, მესისთვის მცირე პაუზის აღება არ იქნება ცუდი, ან, შესაძლოა, მან თავად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და დაისვენოს."
"ფეხბურთელები თავს ვალდებულად თვლიან მესის ბურთი მისცენ. რა მოხდებოდა მესი რომ არ იყოს? რატომ არ ვასვენებთ მას და რატომ არ ვაყალიბებთ გუნდს მის გარეშე? ამან, შესაძლოა, სხვა ფეხბურთელებს, რომლებიც კლუბებში კარგად თამაშობენ, ნაკრებში გაბრწყინების საშუალება მისცეს." - ციტირებს მარიო კემპესის სიტყვებს TyC Sports.
სავარაუდოდ, ეს განცხადება გამოიწვია იმან, რომ არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკაზე საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს. მეტიც, დიდია იმის ალბათობა, რომ "ალბისელესტე" ჯგუფიდან ვერ გავიდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]