რონალდო: მესის შეეძლო, კოპა ამერიკაზე არ წასულიყო და სადმე დაესვენა
Marca-სთან ინტერვიუში, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდომ, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების შედარება არასწორია.
"ბარსელონაში", მესი თავის თანაგუნდელებთან ერთად ყოველდღიურად ვარჯიშობს. აქ მას შეუძლია, მშვიდად იყოს და თავისი თამაშის განვითარებაზე იზრუნოს.
ასეთი განსხვავების მიუხედავად, მას არ სურს, ნაკრებზე ხელი ჩაიქნიოს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არგენტინასთან ერთად ტიტული მოიგოს. 32 წლის ასაკში, მას შეეძლო, კოპა ამერიკაზე მონაწილეობის მიღებაზე უარი ეთქვა და სადმე დაესვენა, თუმცა მესის ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევა ძალიან უნდა". - თქვა რონალდომ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]