დე ლაურენტისი:"მესი კრეტინია!"

დე ლაურენტისი:"მესი კრეტინია!"

იტალიური "ნაპოლის" პრეზიდენტი გამოეხმაურა მესის კრიტიკას. ნეაპოლელთა ექსცენტრიული მფლობელის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, მესი არ უნდა წასულიყო  არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად "კოპა ამერიკაზე".

"მე რომ მესი ვყოფილიყავი, განვაცხადებდი: "მე არ  ჩამოვალ და არ მივიღებ მონაწილეობას "კოპა ამერიკაზე". შეგიძლიათ სასამართლოში მიჩივლოთ ან  ნაკრებიდან მომხსნათ, მაგრამ თავს არ შევირცხვენ, რადგან დიდებული მოთამაშე ვარ! მე ამჟამად საუკეთესო კლუბ "ბარსელონაში" გამოვდივარ და არ ვაპირებ ვითამაშო იმ იდიოტებისათვის, ვინც მე არ მაფასებს!"

"მესი კრეტინია! მან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც "კოპა ამერიკაზე" სათამაშოდ გაემგზავრა".

სამწუხაროდ, შეგახსენებთ, რომ  ლეო არგენტინის ნაკრებთან ერთად "კოპა ამერიკის" 1/4 ფინალიდან გამოვარდა.

იმედია არ დამძრახავთ ამ სიტყვებისათვის, მაგრამ ვიტყვი: სწორედ იმიტომ არის მესი მსოფლიოს ნომერ პირველი მოთამაშე და სწორედ ამიტომ არის ლეო განსაკუთრებული, რომ ის არ შეუშინდა დაბრკოლებას, ბოლომდე  იბრძოლა და სულიერად არ დაეცა ფანების წინაშე!..

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.