დენის სუარესი ვიგოში დაბრუნებასთან ახლოსაა
"ბარსელონას" გალისიელი ნახევარმცველი, დენის სუარესი მშობლიურ კლუბში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა, იტყობინება კატალონიური რადიო.
წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონა" და ვიგოს "სელტა" ტრანსფერის ბოლო დეტალებზე თანხმდებიან და სუარესის წასვლა მხოლოდ დროის საკითხია.
კატალონიურ რადიოს თუ დავუჯერებთ, ხვალ საღამომდე ტრანსფერი უკვე ოფიციალურად უნდა დადასტურდეს. გალისიური კლუბი დენის სუარესის სანაცვლოდ, ბონუსების ჩათვლით, 15 მილიონ ევროს დათმობს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]