ტიაგო სილვა: მესი საუკეთესოა

ტიაგო სილვა: მესი საუკეთესოა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ტიაგუ სილვა კოპა ამერიკის 1/2-ფინალში არგენტინასთან გასამართი მატჩის წინ მეტოქე გუნდის ლიდერზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.

"მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც ოდესმე მინახავს. მე არ მინახავს პელესა და მარადონას თამაში, მაგრამ მინახავს რონალდო, ადრიანო, მითამაშია ზეედორფთან ერთად, მაგრამ მესი შეუდარებელია.

ყოველთვის, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით, იქნება ეს სანაკრებო დონეზე თუ ჩემპიონთა ლიგაზე, ძალიან მიჭირს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ დროს დაახარჯავ მისი თამაშის შესწავვლას, მის თვისებებს ბოლომდე მაინც ვერ შეისწავლი. ზოგჯერ, ის ისეთ რამეს გააკეთებს, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდი. ცენტრალურ მცველს ყველა შესაძლო ვარიანტი შესწავლილი უნდა ჰქონდეს. ჩვენ ვიცით, რომ მას ბურთი თითქმის ყოველთვის მარცხნივ მიაქვს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ის პირიქით იქცევა." - ციტირებს ტიაგუ სილვას სიტყვებს Goal.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sandman
    სტუმარი [?]
    #5 30 ივნისი 2019 22:48
    1
    ამან დღეს უფრო საინტერესო სიტყვები თქვა ის დადეთ : მინდა რომ ნეიმარი დარჩეს , თუმცა ისიც მინდა რომ ის ბედნიერი იყოსო .
    ანუ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ რო აღარ უნდა იქ გაჩერება და ამხელა ვარსკვლავის სურვილს გუნდი გაითვალისწინებს ან არადა თვითონ იზარალებენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 30 ივნისი 2019 19:50
    5
    ზეედორფიც რომ გამოურიაა... დაჟე ამასთანაც კი მითამაშია მარა მესი ჯობიააო მაქ ჩამეღიმა :დ ზეედორფი მაგარი გნიდა ფეხბურთელი იყოო... პიროვნულად... დაჟე ჩვენ მერთან ქონდა ძაან ცუდი ურთიერთობა :დ და მემგონი კიჭას შეყვარებულსაც უხერხავდა.:დ
    Culé [?]
    #3 30 ივნისი 2019 19:06
    9
    Messis goli maxsovs mteli braziliis nakrebi ro atria da bolos amas ro gaudzvrina dirkashi burti da goli ro gavida
    --------------------
    NJR ❤
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 30 ივნისი 2019 18:44
    20
    დღეს მსოფლიოს საუკეთესო ნახევარ მცველმა ანდრეს ინიესტამ დუბლი გაიფორმა მისმა გუნდმა 5-2 მოიგო ასევე დუბლი გაიფორმა დავიდ ვილამ.
    როგორ მომენატრა ამ ორის თამაშის ყურება ერთად ერთ გუნდში ოღონდ ბარსას მაისურით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 ივნისი 2019 17:39
    20
    აი ეგ ბოლო არ უდნა გეთქვა ახლა სულ მარჯვნიდან დაგბომბავთ :დდდდდდდდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued