კრუიფი: ”ჩავი ”ოქროს ბურთს”ან ახლა მოიგებს, ან - ვერასდროს”
ესპანური ”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა აღნიშნა, რომ ”ოქროს ბურთი” ჩავი ერნანდესმა უნდა მოიგოს.
”მე ”ოქროს ბურთს” ჩავის მივცემდი. თუკი გავითვალისწინებთ მის ასაკს და იმას, რომ მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა ”ოქროს ბურთს” ის ან ახლა ან ვერასდროს მოიგებს. მაშინ როდესაც ლეო მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლად იასპარეზა ჩავი ჩემპიონი გახდა. დიახ, ანდრეს ინიესტამ გაიტანა ფინალში გადამწყვეტი გოლი, მაგრამ გაუთავავებელი ტრავმების გამო მან ძალიან ბევრი მატჩი გამოტოვა, ჩავიმ კი სეზონი შეუსვენებლად ჩაატარა. აი ის, რომ სამეულში მხოლოდ ”ბარსელონას” ფეხბურთელები არიან კლუბისთვის დიდი პატივი და წარმატებაა. ეს ყველა კატალონიელისათვის დიდი წარმატებაა” - განაცხადა კრუიფმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]