უსმან დემბელე "ბაიერნის" მთავარი სამიზნეა
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ბაიერნის" პრიორიტეტი "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის, უსმან დემბელეს შეძენა იქნება - ამ ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე სანდო წყარო, France Football ავრცელებს.
ბავარიელები უკვე შეხვდნენ უსმანის წარმომადგენლებს. "ბაიერნის" სპორტული დირექტორი ელოდება, თუ როდის დაამთავრებს "ბარსელონა" ნეიმარისა და გრიზმანის ტრანსფერებს, რადგან მისი აზრით, ამ შემთხვევაში, "ბლაუგრანა" უსმანის სატრანსფერო ღირებულებას შეამცირებს და საბოლოოდ გაყიდის, რათა კატალონიელებს ფინანსურ ფეარ ფლეისთან პრობლემები არ შეექმნათ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]