ლოთარ მათეუსმა უსმან დემბელე გააკრიტიკა
"ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი ფიქრობს, რომ თუ ბავარიელები "ბარსელონას" ახალგაზრდა ფორვარდს, უსმან დემბელეს შეიძენენ, გერმანული კლუბის პრეზიდენტი ნდობას დაკარგავს.
"როცა ვხედავ, თუ როგორი სკანდალი მოაწყო დემბელემ "ბორუსიაში" და "ბარსელონაშიც", არანაირი საფუძველი არ მიჩნდება, იმისთვის, რომ ვიფიქრო, "ბაიერნში" მისი ყოფა-ქცევა შეიცვლება."
"როდესაც დემბელე "ბორუსიას" ტოვებდა, "ბაიერნის" პრეზიდენტის, ული ჰიონესის პოზიცია, საკმაოდ უარყოფითი იყო. ახლა კი თუ ბავარიელები მას შეიძენენ, ული ნდობას დაკარგავს."
"ვერ გაიგებ, როდის მოუნდება დემბელეს სხვა ლიგაში თამაში." - ციტირებს ლოთარ მათეუსის სიტყვებს Sport.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი" უსმან დემბელეს შეძენას განიხილავს. მათი მთავარი მწვრთნელის თქმით, ისინი ელოდებიან, თუ როდის დაიმატებს "ბარსელონა" ნეიმარს, რათა ფრანგი შედარებით დაბალ ფასად გადაიბირონ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]