ნეიმარი პარიზში "ბარსელონას" რეკომენდაციით ბრუნდება
"პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი, რომელიც "ბარსელონაში" დაბრუნებასთან ახლოსაა, კატალონიური კლუბის რჩევით, საფრანგეთის დედაქალაქში დაბრუნდება და ახალი სეზონისთვის მზადებას პსჟ-სთან ერთად დაიწყებს.
ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, ნეიმარი პარიზში დაბრუნებას არც აპირებდა. ის კატეგორიულად ითხოვდა კლუბიდან წასვლას. ამან ის შედეგი გამოიღო, რომ "პარი სენ-ჟერმენი" "ბარსელონასთან" მოლაპარაკებებს დასთანხმდა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარმა პარიზში ჩასვლა და მზადების გუნდთან ერთად დაწყება მაინც გადაწყვიტა. L'Equipe-ს ცნობით, ეს ყველაფერი ბლეფია და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნეიმარი პსჟ-ში დარჩება.
დღეს Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ნეიმარი პარიზში "ბარსელონას" რეკომენდაციით ბრუნდება. კატალონიელების აზრით, თუ ბრაზილიელი ფრანგების მოთხოვნებს შეასრულებს, ეს მოლაპარაკებების დროს ბევრ პრობლემას მოაგვარებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]