"ბარსელონა" ახალი მესის ძიებაში

"ბარსელონა" ახალი მესის ძიებაში

 "ბარსელონა" ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობის პარალელურად, ინტენსიურად მუშაობს ახალგაზრდა და ნიჭიერი ბავშვების საპოვნელად. ამისთვის კლუბმა არგენტინის დედაქალაქში, ბუენოს აირესში საფეხბურთო სკოლა დააარსა. სწორედ ამ გზით ცდილობენ ისინი ახალი მესის პოვნას.

 "ბარსამ" ახალგაზრდული სკოლა 2007 წელს დააარსა, რომელიც ნიჭიერ არგენტინელ ბავშვებს უყურადღებოდ არ ტოვებს. სკოლა ეხმარება მათ ოცნების ახდენაში. ამ ბავშვებს, თუ ევროპაში მოხვედრას ვერ შეძლებენ, არგენტინის პირველ დივიზიონში თამაშის შანსი მაინც ექნებათ.

 ამ სკოლის დირექტორმა, ხორხე რაფომ ვრცლად ისაუბრა დაწესებულების სტრუქტურასა და სამომავლო გეგმებზე. მან აღნიშნა, რომ სკოლა აქტიურად მუშაობს ბავშვების ყველანაირად განვითარებაზე და მომავალში დიდი შანსია, რომ რომელიმე მათგანი მაინც გახდეს ვარსკვლავი, ისეთები როგორებიც არიან ლეო მესი, მარადონა, რიკლემე, ტევესი და სხვა.

 "ეს სკოლა ბავშვებს გონებრივად და ფიზიკურად ანვითარებს. აქ მათ ასწავლიან ინდივიდუალურ და გუნდურ მუშაობას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს შრომა დაფასდება და ბევრი მათგანი ევროპული ჩემპიონატების წამყვანი გუნდების მოთამაშეები გახდებიან."
 "როდესაც 9, 10 და 11 წლის ასაკის ბავშვებთან ვმუშაობთ, ჯერ კიდევ არ ვიცით, გამოვლენ თუ არა ისინი პროფესიონალი ფეხბურთელები, მაგრამ წარმოდგენა გვეექმნება მათი დადებითი პერსონის შესახებ. სწორედ ამიტომ დარწმუნებულნი ვართ იმ მხარდაჭერისა და განათლების აუცილებლობაში, რომელსაც ამ ბავშვებს ვაძლევთ."


 ამ სკოლის მთავარმა მენეჯერმა და ამავდროულად "ბარსას" წარმომადგენელმა არგენტინაში, დანიელ ვიტალმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "ეს პროექტი მთლიანად მესის უკავშირდება. მან დატოვა სამშობლო, როდესაც 12 წლის იყო. ეს მისთვის და მისი ოჯახისთვის ძალაინ მძიმე პერიოდი გამოდგა."
 "ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ის, რომ ამ ბავშვებმა არგენტინა ძალიან ახალგაზრდებმა არ დატოვონ. ჩვენ მათ ვაძლევთ იმის შანსს, რომ ახლობელ გარემოში, ოჯახთან ახლოს განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები."

სრული გეგმა
ამ პროექტში ჩართულები არიან 9-დან 16-წლამდე ბავშვები, რომლებიც მთელი არგენტინიდან არიან შერჩეულნი.

საერთო საცხოვრებელში 45 ბავშვი იმყოფება, ხოლო 150 ბავშვი თავიანთ ოჯახებში ცხოვრობენ და ყოველდღიურად დადიან ამ სკოლაში სავარჯიშოდ.

 "ეს 45 ბავშვი დონ ბოსკოს სკოლაში სწავლობენ. ისინი ჩვენთან ერთად ცხოვრობენ და წელიწადში 5-ჯერ მიდიან თავიანთ ოჯახებში და მშობლებიც სტუმრობენ ხოლმე შვილებს რამდენჯერმე წელიწადში." - განაცხადა ვიტალმა.

სკოლა "ბარსელონას" სკოლების ანალოგიურად ავარჯიშებს მოზარდებს.

 "სპორტული თვალსაზრისით, "ბარსელონამ" თავისი სავარჯიშო ფილოსოფია გაგვიზიარა. ვალდებულები ვართ, ეს ფილოსოფია შევინარჩუნოთ და განვავითაროთ, რათა არგენტინის სხვა სკოლებისგან ინდივიდუალურად აღვზარდოთ ბავშვები." - აცხადებს რაფო.
 რაფომ ასევე დასძნა, რომ რეგულარულად ხდება კატალონიურ კლუბთან ინფორმაციის გაცვლა ფოტო თუ ვიდეო მასალის სახით.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.