"ბარსელონა"–"ლევანტე", ფაქტები

"ბარსელონა"–"ლევანტე", ფაქტები

მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის "ბარსელონამ" ლევანტე 2–1 დაამარცხა. ამ მატჩში რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ.

► ვიქტორ ვალდესმა თავისი 384–ე მატჩი ჩაატარა "ბარსას" მაისურით და ამ შედეგით გაუთანაბრდა ანტონი რემალეთსს. ახლა ვალდესს ისღა დარჩენია დაეწიოს ანდონი სუბისარეტას, რომელსაც 410 მატჩი აქვს ჩატარებული.

► სტუანის გოლი 81–ე წუთზე იყ პირველი გუნდის მიერ სახლში გაშვებული, მას შემდეგ რაც 14 ნოემბერს ნილმარმა გაუტანა "ბარსას" "კამპ ნოუზე".

► ეს იყო გვარდიოლას გუნდის ზედიზედ მე–11–ე გამარჯვება. გუნდის რეკორდია ზედიზედ 14 მატჩის მოგება, რაც "ბარსამ" 2005/06 წლებში შეძლო ფრანკ რაიკაარდის ხელმძღვანელობით.

► ეს მოგებული მატჩი იყო ზედიზედ 24–ე, როდესაც გვარდიოლას გუნდი არ დამარცხებულა. ყველაზე კარგი შედეგი "ბარსას" ამ კომპონენტში 1973/74 წლებში ჰქონდა.

► ამ მატჩში დაუბრუნდა მოედანს გაბი მილიტო, რომელსაც ორი თვე უქმად ყოფნა "სეუტასთან", სათასო მატჩში მიღებული ტრავმის გამო მოუხდა.

► "ბარსამ" მოიგო ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 18 შეხვედრა, რომელიშიც კი სერხიო ბუსკეტსი მონაწილეობდა. ასეთი რამ მხოლოდ პუშკაშის, დელ სოლის და პუიოლის შემთხვევაში მომხდარა.

► ჩავიმ გააკეთა 151 ზუსტი პასი. 12–ით მეტი ვიდრე მთლიანმა "ლევანტემ".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.