"ბარსელონა" ტრანსფერების გასაკეთებლად ვალვერდეს ელოდება
"ბარსელონამ" უკვე გაიფორმა ნეტო და ფრენკი დე იონგი, მაგრამ კატალონიური კლუბი კიდევ აპირებს რამდენიმე ტრანსფერის გაკეთებას.
საქმე ეხება მარცხენა მცველს, თუმცა კლუბი ჯერ მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს ელოდება. ბასკი სპეციალისტი მუშაობას შემდეგ კვირას განაახლებს და Sport-ის ცნობით, მხოლოდ მის დაბრუნების შემდეგ გადაწყდება, ვის შეიძენს "ბარსელონა" ამ პოზიციაზე. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარ კანდიდატებად ფილიპე ლუისი და რიკარდო როდრიგესი სახელდებიან.
კატალონიური წყაროს ცნობით, მინიმუმ შემდეგ კვირამდე (ამ დროს შეხვდება კლუბის ხელმძღვანელობა ერნესტოს) გადაიწევს გრიზმანისა და ნეიმარის ტრანსფერებიც.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ამავე წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ერნესტო ვალვერდემ ორივე ტრანსფერზე (ნეიმარი და გრიზმანი) თანხმობა განაცხადა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]