ოფიციალურად: სერჟი პალენსია "სენტ-ეტიენში" გადავიდა
"ბარსა ბ"-ს კაპიტანი და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, სერჟი პალენსია, რომელმაც "ლა მასიაში" 12 წელი გაატარა, "სენტ-ეტიენში" გადავიდა.
მარჯვენა მცველის სანაცვლოდ ფრანგულმა კლუბმა 2 მილიონი ევრო გადაიხადა, ბონუსების სახით კი ამას კიდევ ერთი მილიონი დაემატება. ამასთან ერთად, "ბარსელონა" ფეხბურთელის სამომავლო ტრანსფერების 20%-ს მიიღებს.
კატალონიურ გუნდში პალენსიას დაწინაურების პერსპექტივას ვერ ხედავენ და ამის გამო, მან წინა სეზონიც საფრანგეთში გაატარა. ის იჯარით "ბორდოს" შემადგენლობაში თამაშობდა.
❗ Agreement with the @ASSEofficiel for the transfer of Sergi Palencia
— FC Barcelona (@FCBarcelona) July 5, 2019
More details 👉 https://t.co/2td8yWdwhM pic.twitter.com/08GvY0xKoX
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]