სერჟი პალენსია "სენტ-ეტიენში" გადადის
"ბარსელონას" 23 წლის მარჯვენა მცველის, სერჟი პალენსიას ფრანგულ "სენტ-ეტიენში" გადასვლა გადაწყვეტილია. ამ ინფორმაციას RMC ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ესპანური და ფრანგული კლუბები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. პალენსია "სენტ-ეტიენთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, "ბარსელონა" კი მის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს მიიღებს.
სერჟი პალენსია "ბარსელონას" აკადემიას 2006 წელს, 10 წლის ასაკში შეუერთდა. 2014-2018 წლებში ის "ბარსა ბ"-ში თამაშობდა, გასული სეზონი კი, იჯარით, "ბორდოში" გაატარა, რომლის მაისურითაც მოედანზე 31-ჯერ გავიდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]