"პარი სენ-ჟერმენი" ნეიმარს რეალს სთავაზობს"
სანამ "ბარსელონას" გულშემატკივარი სატრანსფერო სიახლეებსა და ნეიმარის სავარაუდო დაბრუნებას ელოდება, პარიზული კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფმა ნეიმარი "რეალს" შესთავაზა. თუმცა შეთავაზება საკმაოდ გვიანია და არც "თეთრების"ლიდერები განიხილავენ ამ ვარიანტს.
რამდენიმე კვირის წინ ვითარება სხვაგვარი იყო, ახლა კი სულ სხვა რეალობაა სახეზე. სამეფო კლუბის წარმომადგენლები ხელაიფის ამ შეთავაზებას საკმაოდ გულგრილად შეხვდნენ.
ფაქტია, პარიზელები არ ენდობიან ნეიმარის "ბლაუგრანაში" დაბრუნების გეგმას. ორ კლუბს შორის ვითარება საკმაოდ რთულადაა. ყველაფერი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო მარკო ვვერატის ტრანსფერთან დაკავშირებით, როცა პრეზიდენტმა ფაქტობრივად გადმოსული იტალიელი არ გამოუშვა და პსჟ-ში დატოვა. ამის შემდეგ იყო ნეიმარის გახმაურებული ტრანსფერი.
ლეონარდოს სპორტულ ხელმძღვანელად მოსვლამ სიტუაცია უფრო შეარბილა, თუმცა ურთიერთობები მაინც დაძაბულია. სავარაუდოდ, თუ პარიზულმა კლუბმა პოლიტიკა არ შეცვალა, ნეიმარი "ბარსელონაში" ვერ დაბრუნდება. თუმცა ხელმძღვანელობა აღიარებს, რომ ბრაზილიელის კლუბში დარჩენა შეუძლებელია და ერთადერთი ალტერნატივა "ბლაუგრანაა".
მადრიდში შეთავაზება არ გაკვირვებიათ, მიიჩნევენ, რომ ეს საფეხბურთო ბიზნესის ნაწილია, თუმცა ამჯერად პრიორიტეტად არ განიხილავენ.
ნეიმარისა და "რეალის" გზები ჯერ კიდევ 2006 წელს გადაიკვეთა, როცა ბრაზილიელი პირველად ესტუმრა "ბერნაბეუს" და სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამჯერად, ვითარება სხვაგვარია. ადგილზე, რომელიც წლების განმავლობაში ნეიმარისთვის იყო "შენახული", სხვადასხვა ფეხბურთელი თამაშობდა და როგორც ჩანს, ამჟამად მადრიდელებისთვის მბაპეს შეძენის სურვილი გაცილებით დიდია, ვიდრე ბრაზილიელისა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]