დანი ოლმო: არ ვიცი, "ბარსელონასგან" შემოთავაზება მაქვს თუ არა
ზაგრების "დინამოს" ესპანელი ფეხბურთელი, დანი ოლმო, "ბარსელონაში" ან რომელიმე სხა ევროპულ კლუბში შესაძლო გადასვლაზე საუბრობს.
"ზუსტად არ ვიცი, სიტუაცია როგორ განვითარდება, რადგან ინფორმაციების დიდი ნაწილი ჭორებია და ამაზე ჩემს აგენტს უნდა ვესაუბრო.
ესპანეთში დაბრუნების სურვილი მაქვს, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. აქამდეც მითქვამს, რომ "ბარსელონაში" ისევ თამაში მინდოდა, მაგრამ არ ვიცი, მათგან შემოთავაზება გვაქვს თუ არა, რადგან ახლა ვისვენებ. ამ დროისთვის, არაფერს გამოვრიცხავ". - აცხადებს ოლმო Sport-თან ინტერვიუში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]