დანი ოლმო "ბარსელონაში" დაბრუნებაზე: ვნახოთ...
ესპანეთის ნაკრების დებიუტანტი დანი ოლმო აცხადებს, რომ ის კატალონიის "ბარსელონაში" დაბრუნებას არ გამორიცხავს.
დანი ოლმო "ბარსელონას" აკადემიაში 2007-2014 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ზაგრების "დინამოში" გადავიდა. ხორვატულ გუნდში თავის კარგად წარმოჩენის წყალობით, 21 წლის შემტევმა არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია, მათ შორის "ბარსელონასიც".
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტთან საუბრისას, "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ოლმომ ასე უპასუხა: "ვნახოთ, რა მოხდება. თუმცა, ახლა, აქცენტს ამჟამინდელ გუნდზე ვაკეთებ."
დანი ოლმოს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2 დღის წინ ჰქონდა. მალტასთან გამართულ შეხვედრაში ის მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა, 3 წუთში კი მან გოლი გაიტანა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]