ვიქტორ ლინდელოფი: "მანჩესტერში" ბედნიერი ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი ვიქტორ ლინდელოფი "ბარსელონას" მხრიდან ინტერესზე გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება.
"ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ "მანჩესტერში" და ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი. ჩემი პასუხი ასეთია.
"მანჩესტერის" მაისურში თავს ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი, თუმცა გასული სეზონი პირველზე უკეთ ჩავატარე.
სასიამოვნია იმის გაგება, რომ ხალხი გუნდის საუკეთესო ცენტრალურ მცველად მთვლის. უბრალოდ ვცდილობ, ყოველდღე რაც შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, რათა გუნდსა და კლუბს დავეხმარო." - ციტირებს ლინდელოფის სიტყვებს Goal.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]