მე–17 ტურის სიმბოლური ნაკრები [As.com]

მე–17 ტურის სიმბოლური ნაკრები [As.com]

დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის იგივე ლა – ლიგის მე–17 ტური. დროა შევაჯამოთ ეს ტური და გამოვაქვეყნოთ საუკეთესო 11 – ეული ამ ტურისა. 
მეკარე: დიეგო ლოპესი (ვილიარეალი). იგი "ალმერიას" წინააღმდეგ ბრწყინვალედ გამოვიდა და შეძლო კარის მშრალად შენახვა
მარჯვენა მცველი: ლოპო (დეპორტივო). მისმა გუნდმა ძალიან კარგი და ლამაზი გამარჯვება მოიპოვა "სან – მამესზე" "ატლეტიკის" წინააღმდეგ
ცენტრალური მცველი: კაპდევილია (ვილიარეალი). იგი მთელი მატჩის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა "ალმერიას" წინააღმდეგ.
ცენტრალური მცველი: ნუნესი (მალიორკა). მისმა გუნდმა "ერკულესი" გაანადგურა, ნუნესმა შეძლო და თავისი კარის დარაჯი მეტოქეს არცკი "შეაწუხებინა".
მარცხენა მცველი: ანხელი (ვილიარეალი). 
შუა ნახევარმცველები: ხუანფრანი და დანი პარეხო (ოსასუნა, ხეტაფე). იმისდა მიუხედავად, რომ ორივე ფეხბურთელის გუნდმა წარუმატებლობა განიცადა, ისინი მაინც გამორჩეული მოთამაშეები გახლდნენ. 
მარჯვენა ნახევარმცველი: ბორხა ვალერო (ვილიარეალი). მან თავი იჩინა "ალმერიას" წინააღმდეგ.
მარცხენა ნახევარმცველი: ტიაგო (ატლეტიკო მადრიდი). იმისდა მიუხედავად, რომ მისმა გუნდმა 0:0 ითამაშა, ტიაგომ მატჩი მაინც შესანიშნავად დაასრულა.
თავდამსხმელთა დუეტი: რონალდუ (რეალი), პედრო (ბარსელონა). ორივე მათგანმა გადამწყვეტი როლი ითამაშა გუნდის წარმატებაში და დუბლი შეასრულა.
ტურის მოთამაშედ კრისტიანუ რონალდუ დასახელდა.
როგორც ხედავთ, "ბარსელონადან" მხოლოდ და მხოლოდ პედრო როდრიგესი მოხვდა 17–ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.