24 –ე ტურის სიმბოლური ნაკრები

24 –ე ტურის სიმბოლური ნაკრები

დასრულდა 24 –ე ტურის ესპანეთის ჩემპიონატისა. ტური სოსიედადისა და "მალიორკას" მატჩმა დაასრულა, სადაც "რეალმა" 1:0 სძლია უმძიმეს ბრძოლაში ლაუდრუპის შეგირდებს.  გთავაზობთ ტურის დასრულების შემდეგ, ამ ტურის სიმბოლურს, ანუ 11 ყველა გამორჩეულ ფეხბურთელს თავის პოზიციაზე ამ ტურის მიხედვით.
მეკარე: დანიელ არანსუბია ("დეპორტივო") – როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს "დეპორტივოს" კიპერმა გუნდს 1 ქულა მოუტანა, მან 94 –ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე იმარჯვა და თავით გადაგზავნა ბურთი "ალმერიას" კარში.
მარჯვენა მცველი: მატიე (ვალენსია) – იმისდა მიუხედავად, რომ მისმა გუნდმა ფრე ითამაშა "სპორტინგთან" მან მაინც კარგი შეხვედრა ჩაატარა.
ცენტრალური მცველი: კარვალიუ ( მადრიდის რეალი) – მისმა გუნდმა "ლევანტე" დაამარცხა 2:0. პორტუგალიელმა გოლის გატანა მოახერხა და დაცვაშიც საკმაოდ კარგად გაისარჯა.
ცენტრალური მცველი: დიეგო კოლოტო (დეპორტივო) – კიდევ ერთი ფეხბურთელი "ლა კორუნიელთა" გუნდიდან მოხვდა ამ სიმბოლურში.
მარცხენა მცველი: მარსელო (მადრიდის რეალი) – მარსელომ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა "ლევანტეს" წინააღმდეგ.
ცენტრალური ნახევარმცველი: რაკიტიჩი (სევილია) – მან გუნდს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა ალიკანტეს "ერკულესის" წინააღმდეგ.
ცენტრალური ნახევარმცველი: ფერნადესი ( მალაგა) – "ვილიარეალმა" კვლავ ვერ იმარჯვა, ბოლო წუთებზე ეს გამარჯვება "წყალქვეშა ნავს" სწორედ ფერნანდესმა გამოჰგლიჯა.
მარჯვენა ვინგერი: რაულ გარსია (ატლეტიკო) – "ატლეტიკოს" ამ ტურში გამარჯვება კუნ აგუერომ მოუტანა, მაგრამ გარისიამაც ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა.
მარცხენა ვინგერი: დავიდ ვილია (ბარსელონა) – მან პირველი გოლი გაიტანა "ატლეტიკის" კარში.
ცენტრალური თავდამსხმელი: როსი (ვილიარეალი) – მართალია მან ვერ გაიტანა გოლი, მაგრამ მთლიანობაში ძალიან კარგად ითამაშა. 
ცენტრალური თავდამსხმელი: ლეო მესი ( ბარსელონა ) – ლეომ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა "ატლეტიკის" წინააღმდეგ, ლეომ მთლიანობაში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. (ტურის მოთამაშე)  
წყობა 4 – 4 – 2 
Aranzubia
Mathie - Carvalho - Colotto - Marcelo
Garcia - Rakitich - Fernandez - Villa
Rossi - Messi 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.