ფაბრეგასი: აზარი "რეალის" სტილის მოთამაშეა და არა "ბარსელონას"
ფრანგული "მონაკოს" ესპანელმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, ერთ-ერთ ინტერვიუში მადრიდის "რეალის" ახალწვეულზე - ედენ აზარზე ისაუბრა. იტყობინება, AS.
"აზარი - წარმოუდგენელი მოთამაშეა, რომელიც მუდამ შედეგიანია. ის თითქოს სწორედ "რეალში" სათამაშოდაა შექმნილი, მას იქ ბევრი სივრცეები ექნება. მას მოედანზე ბევრი მოძრაობის განხორციელება უყვარს, მისი შეჩერება კი ადვილი სულაც არაა.
"ბარსელონაში" პოზიციებზე მკაცრი სისტემაა, იქ ყველას მისი ადგილი უნდა ეკავოს, რახან აზარს ბურთის ფლობა უყვარს, მას "რეალი" უფრო ბევრს მისცემს, ვიდრე "ბარსელონა", მისი არჩევანი საკმაოდ ლოგიკურია." - განაცხადა, ფაბრეგასმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]