Cope: ჟოზეპ მარია ბართომეუ "პარი სენ-ჟერმენს" დაეკონტაქტა
"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ "პარი სენ-ჟერმენს" ნეიმარის თაობაზე დაეკონტაქტა, იტყობინება Cope.
ბართომეუ პარიზული კლუბის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფს ესაუბრა და ჰკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა ნეიმარის ყიდვა. წყაროს ცნობით, ამ კითხვაზე ხელაიფმა მოკლე პასუხი გასცა: "ნეიმარი არ იყიდება."
წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონა" თვლის, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის პსჟ-ში დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ კატალონიელებს პარიზული კლუბისთვის ოფიციალური შეთავაზება ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]