"ბარსელონა", შესაძლოა, რაკიტიჩმა ან ვიდალმა დატოვოს
Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" ერთ-ერთ ცენტრალურ ნახევარმცველთან განშორებას აპირებს.
ფრენკი დე იონგის "ბარსაში" გადასვლის შემდეგ, კატალონიურ კლუბში უკვე 9 ნახევარმცველი ირიცხება, რაც საკმაოდ ბევრია.
მადრიდული წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა", სავარაუდოდ, ივან რაკიტიჩს ან არტურო ვიდალს გაყიდის. გუნდის მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს, ორივე ფეხბურთელი მოსწონს, თუმცა ის აცნობიერებს, რომ ერთ-ერთ მათგანს წასვლა მოუწევს.
გარდა იმისა, რომ "ბარსას" უკვე ბევრი ნახევარმცველი ჰყავს, რაკიტიჩის ან ვიდალის წასვლას კიდევ 2 მიზეზი აქვს: 1) ორივე ფეხბურთელი უკვე ასაკშია; 2) "ბარსას" ერთ-ერთი მათგანის გაყიდვით გაყიდვით კარგი თანხის გამომუშავება შეუძლია, რაც კლუბს ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენიდან" დაბრუნებაში გამოადგება.
იმავე წყაროს ინფორმაციით, არტურო ვიდალის შეძენის სურვილს მილანის "ინტერი" გამოთქვამს. რაც შეეხება ივან რაკიტიჩს, ხორვატ მოთამაშეს წასვლა არ სურს. ის დარწმუნებულია, რომ მომავალ სეზონში კვლავ ძირითადის ფეხბურთელი იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]